მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპარსეთის ყურეში გემების მიმოსვლა სტაბილურია - რამდენმა გემმა გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე?

ჰორმუზის სრუტე
05.08.26 10:33
116

გემების მიმოსვლის მონაცემების თანახმად, სამშაბათს ახლო აღმოსავლეთის საკვანძო - ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში - ნაოსნობის ინტენსივობა წინა დღესთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.

Reuters-ის კომპანია Kpler-ის საზღვაო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰორმუზის სრუტე 8 გემმა გადაკვეთა, მათ შორის 5 ტანკერი და 3 მშრალი ტვირთმზიდი იყო, რაც წინა დღის მაჩვენებლის იდენტურია. 6 გემი (სამი ტანკერი და სამი მშრალი ტვირთმზიდი) სრუტეში შედიოდა, ხოლო ერთი გაზმზიდი და ერთი ტანკერი გამოდიოდა.

აღსანიშნია, რომ ამ საზღვაო გზით ჩვეულებრივ 130-დან 140-მდე გემი გადაადგილდებოდა მანამ, სანამ 28 თებერვალს აშშ-ის და ისრაელის ომი დაიწყებოდა ირანთან, რასაც ირანმა სრუტის ჩაკეტვით უპასუხა.

გარდა ამისა, LSEG-ისა და Kpler-ის მონაცემებით, Abu Dhabi National Oil Co-ის მიერ კონტროლირებადი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერი სამშაბათს, ჰორმუზის სრუტის გარეთ კუნძულ დასიდან წამოღებული ტვირთით კვლავ გამოჩნდა.

როგორც LSEG-ი და Kpler-ი იუწყებიან, ტანკერმა Mubaraz-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების კუნძული დასი 14 ივლისს მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ტვირთი აიღო. გემების თვალთვალის მონაცემების მიხედვით, ის სრუტის შიგნით ბოლოს 16 ივლისს დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები