მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SPD: ე.წ გამჭვირვალობის კანონის გამო, შესაძლოა, გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მოუხსნას

რუსული კანონი

ე.წ გამჭვირვალობის კანონის გამო, გერმანიის სოციალურ–დემოკრატიული (SPD) პარტიის თანახმად, შესაძლოა საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.

საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გასული წლის ბოლოს მოლდოვასთან ერთად აღიდგინა.

ფედერალური მთავრობა ამტკიცებდა იმ დროს, რომ ორ ქვეყანაში ხალხი ზოგადად არ იყო პოლიტიკური დევნის საფრთხის წინაშე.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის,დეპუტატი, ჰელგე ლინდის თქმით, გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის უსაფრთხო ქვეყნის პირობები დაკმაყოფილებული.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საშიშროების წინაშე დგას, ამას "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".

გამოცემა წერს, რომ კანონის კრიტიკოსები ხედავენ პარალელებს რუსეთში „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ კანონთან, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას განახორციელოს მასიური ზომები კრიტიკული მედიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები