მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი უნდა გაუქმდეს - დიმიტრი ცქიტიშვილი

63da67347737c
გიგა ბენია
01.02.23 23:45
775
საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი შეამცირა. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

კერძო სექტორის ნაწილი ცვლილებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს.

შრომის კოდექსის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ცქიტიშვილი კერძო სექტორის მოთხოვნას არ ეთანხმება. მეტიც, ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

„ეს არის ქართული ნორმა, სხვა ქვეყნებში ასეთი ჩამონათვალი არ არსებობს. ეს თავის დროზე 2015 წელს შეიქმნა, მაშინაც ბიზნესთან კომუნიკაციების შედეგად. რეალურად, თუ რომელიმე საწარმოს, რომელიმე სფეროს, თავისი განსხვავებული სამუშაო რეჟიმი აქვს, ამას არავინ კრძალავს, მაგრამ არ შეიძლება ერთი ადამიანისთვის 40 საათი იყოს ნორმირებული სამუშაო კვირა და მეორისთვის 48“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„საქართველოს პროგრესული ფორუმის“ დამფუძნებელი BMG-თან აღნიშნავს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებზე განსხვავებული რეგულაცია უნდა დაწესდეს, თუმცა როგორი შეიძლება იყოს აღნიშნული რეგულაცია, დიმიტრი ცქიტიშვილი ვერ აკონკრეტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები