მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეცრაზმი აქციის დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობს

64076dc96d508
ალა ისპირიანი
07.03.23 20:55
678
პარლამენტთან მიმდინარედ, სპეცრაზმი აქციის დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობს. 

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები