მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური პენიტენციურ სამსახურს ახალი გენდირექტორი ჰყავს

პენიტენციური სამსახური

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა ცხვარაშვილი შეცვალა, რომელიც პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის მაისიდან უძღვებოდა.

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა.

„იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან, ბეჟან ობგაიძესთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტების უფროსები და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები. საუბარი შეეხო უწყების მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს.

ასევე, პაატა სალია ადგილზე გაეცნო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა ცხავარაშვილს, ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2021 წლის 10 მაისიდან მუშაობდა.

  • 2019 წლის 07 მაისიდან 2021 წლის 10 მაისამდე - იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას;
  • 2017 - 2019 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავარი სამმართველოს უფროსი;
  • 2016 - 2017 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რეგიონალური სამმართველოს უფროსი;
  • 2015 . - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • 2015 . - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • 2010-2015 წწ. - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;
  • 2009 . - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სტაჟიორი.
  • მან 2011 წელს დაამთავრა საქართველოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) , სამართლისა და პოლიტიკის სკოლა; მინიჭებული აკადემიური ხარისხი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
  • 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მინიჭებული აკადემიური ხარისხი - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები