სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ რუსთავში ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.3 მლნ ლარია. რეგიონალური ოფისი 2576 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება და შენობის ფართი 662 კვ. მეტრი იქნება.
თავად სპეციალური სამსახურის განმარტებით, ქვემო ქართლის ახალი რეგიონალური ოფისის მეშვეობით, სამსახური უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად შეძლებს რეგიონში არსებულ სამ დროებით მოთავსების იზოლატორსა და ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა საჩივრებზე რეაგირებას. გარდა ამისა სამსახური უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
,,ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაფართოების პირველ ეტაპზე, არსებულ ოფისებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ორი ახალი ოფისი კახეთსა და სამეგრელოს რეგიონში დაემატა.
ევროკომისიის რეკომენდაციაში მოცემული სამსახურის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის, სამსახური ქვემო ქართლის შემდეგ რეგიონალური ოფისის გახსნას შიდა ქართლშიც გეგმავს" - წერს უწყება.