სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევაში კონსერვატორიის სიახლოვეს მოხდა და პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.