რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ათეულობით მომიტინგე აიყვანეს.
როგორც კადრში ჩანს, პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე ცრემლსადენ გაზს მასიურად უშვებენ.