მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო Stolichnaya-ს ბრენდის შესახებ სარჩელს განიხილავს

60b4b41497fb8
BM.GE
31.05.21 19:00
781
საქართველოში ბრენდ Stolichnaya-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლებაზე დავა მიმდინარეობს. მიმდინარე კვირაში უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას "SPI ჯგუფი" ავრცელებს. 

უზენაეს სასამართლოში პროცესმა მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუველზეც გაუქმდა "SPI ჯგუფის" ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში. "SPI ჯგუფი" ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანიაა და მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ბაზარზე ახდენს სპირტიანი სასმელების გაყიდვასა და დისტრიბუციას. 

საქართველოში მიმდინარე დავა არის საერთაშორისო დავის ნაწილი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 5 კონტინენტზე.

"უმეტეს იურისდიქციებში, სადაც მიმდინარეობს დავები, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ცდილობს დაესაკუთროს საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშანს. საგულისხმოა, რომ საქართველოში საქმე არ უკავშირდება საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშნებს. სადაო სასაქონლო ნიშნების პირველი რეგისტრაცია საქართველოში განხორციელდა მხოლოდ SPI ჯგუფის მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. შედეგად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნა ეფუძნება თითქოსდა ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვას „მცდარი“ წარმოდგენისგან და მიმართულია ამგვარი „მცდარი“ წარმოდგენის აღმოფხვრისაკენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

SPI ჯგუფი უკვე 22 წელია, რაც ფლობს ქართულ სასაქონლო ნიშნებს და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიამ მხოლოდ 20 წლის შემდეგ გადაწყვიტა დავა საქართველოში დაეწყო.

მიუხედავად 20 წლიანი შეტევებისა კომპანიის მიმართ, SPI ჯგუფი 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს აღნიშნულ სასაქონლო ნიშნებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ უზრუნველყოფს არასწორი გადაწყვეტილების გაუქმებას, ეს შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს და გზას გაუხსნის სხვა არაკეთილსინდისიერ ოპორტუნისტებს, რათა მათ მიმართონ მცდელობებს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდების სასაქონლო ნიშნებზე უფლებების გაუქმებისათვის, მსგავსი გამოგონილი საფუძვლებით. ამგვარი განვითარება, დააზიანებს საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციას მრავალი მიმართულებით, მათ შორის შეფერხებს ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და განხორციელებას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და სამართლიანობა გაიმარჯვებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო სასამართლო პრეცენდენტის შექმნა, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს წარმოშობს ინიტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის საქართველოში,"- ნათქვამია SPI ჯგუფის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები