სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე ირაკლი დოლაბერიძე დაინიშნა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 27 აგვისტოდან.
27 აგვისტოს ბრძანებითვე მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა და ის ამ თანამდებობას 2025 წლის 2 ივნისამდე იკავებდა.
ჯამში მინისტრს სამი მოადგილე ჰყავს: ლევან მგალობლიშვილი; ირაკლი დოლაბერიძე და ირაკლი მეძმარიაშვილი.




























