მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-ის მომსახურება 53 ქვეყანაში გაძვირდა

64bfd387b947f
გიორგი არონია
25.07.23 12:26
1633

12 წლის შემდეგ პირველად, Spotify-მ აშშ-ში პრემიუმ-მომსახურების ფასი მცირედით გაზარდა. თუ Spotify-ის გაშვების დროს, ანუ 2011 წელს, პრემიუმ-ანგარიში $9.99 ღირდა, დღეს, მისი ფასი $10.99-მდე გაიზარდა. პრემიუმ-ანგარიშთან ერთად, გაიზარდა Spotify-ის სხვა პაკეტების ღირებულებაც - ორ ადამიანზე გათვლილი პაკეტის ფასი $14.99 გახდა, საოჯახო პაკეტი $16.99-მდე გაძვირდა, სტუდენტური პაკეტის ფასი კი $5.99-ით განისაზღვრა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ფასები დამატებით 52 ქვეყანაში გაიზარდა.

მომსახურების ფასის გაზრდა შვედურმა კომპანიამ ინოვაციების დასანერგად თანხის მობილიზების საჭიროებით ახსნა. “ინოვაციის პროცესი რომ გავაგრძელოთ, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე პრემიუმ-მომსახურების ფასებს ვცვლით, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენს მსმენელებსა და არტისტებს დამატებითი უპირატესობები შევთავაზოთ”, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედური Spotify-ის მიერ ფასების გაზრდა მოულოდნელი არ არის, რადგან ეს გზა, ბოლო დროს, ყველა სტრიმინგ-პლატფორმამ გამოიარა. პირველი Apple-ი იყო, რომელმაც მომსახურების ფასები ჯერ კიდევ წინა წლის ოქტომბერში გაზარდა, ხოლო მოგვიანებით, ამ ტრენდს Amazon-ი, Tidal-ი და YouTube Music-იც აჰყვნენ. ყველა ზემოხსენებულმა კომპანიამ, ისევე, როგორც Spotify-ის შემთხვევაში მოხდა, ფასები $1-ით გაზარდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები