მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Spot.uz: "თიბისი ბანკმა" ტაშკენტში 2 ფილიალი სატესტო რეჟიმში გახსნა

5f8b00bc90adf
ვიქტორია მღებრიშვილი
17.10.20 18:37
2648

უზბეკური გამოცემის Spot.uz-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკმა" უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში 2 ფილიალი სატესტო რეჟიმში გახსნა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ფილიალის წარმომადგენელი აცხადებს, ფილიალები არა მხოლოდ თანამშრომლების ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაა ხელმისაწვდომი, როგორც ეს ივნისის ბოლოდან ხდებოდა, არამედ მომსახურების მიღებას მოქალაქეებიც შეძლებენ, თუმცა ჯერ სატესტო რეჟიმში.

მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი აპლიკაცია TBC UZ-ს ჩამოტვირთავს, ის ბარათის შეკვეთას შეძლებს (ჯერჯერობით მხოლოდ HUMO).
ფილიალის თანამშრომელთა თქმით, აპლიკაციაში ყველა ფუნქციონალი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა უახლოეს თვეებში მიკროსესხები და სხვა პროდუქტები გააქტიურდება. მანამდე კი ფილიალებში სხვადასხვა გადასახადების გადახდა და ბარათიდან ბარათზე გადარიცხვების განხორციელებაა შესაძლებელი.

 





ფილიალები, როგორც ამას თავად ბანკი აანონსებდა, Apple-ის მაღაზიებს უფრო ჰგავს, ვიდრე ბანკის ფილიალს - წერს Spot.uz.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები