მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სრულად აცრილებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 2,13%-ია, ხოლო არავაქცინირებულებში - 95% - მინისტრი

6131f8c844c57
ინგა მურუსიძე
03.09.21 14:32
529
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.

როგორც მან აღნიშნა, თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად, კლინიკები კვლავ გადატვირთული იქნება, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი დარჩება.

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს; სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი“, - მიმართავს მოქალაქეებს მინისტრი.

ტიკარაძის თქმით, დღეს გაანალიზებულია, თუ რამდენად ამცირებს  ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციას.

"ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში - 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წლის ზემოთ რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მაქსიმალურად მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ აიცრან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები