მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის, მოდლოვას და საქართველოს EU-ში გაწევრიანებას - რუმინეთის პრეზიდენტი

621dd7c1dd66a
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.22 12:25
2249
რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი Twitter-ის მეშვეობით უკრაინის; მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერის შესახებ წერს. იოჰანისი აღნიშნავს, რომ რუმინეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას.

“რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს,” - წერს რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. უკრაინას ამ პროცესში მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ლიდერების ნაწილმა, მათ შორისაა სლოვენიის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც თქვა: „თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები