მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ ჩეხ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

პრო
22.12.23 11:30
107

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო.

,,ვუსამძიმრებთ არამხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს პრაღაში, არამედ მთელ ჩეხ ხალხს - თანამოქალაქეების დაღუპვის გამო. ახსნა არ აქვს იმას, რაც მოხდა, ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ყოველთვის გვემახსოვრება ეს ტრაგიკული ამბავი“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 21 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, რასაც 15 ადამიანი შეეწირა.