სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის "ჩხარი“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა.
"აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია მიეწოდება რაჭის რეგიონს და ტყიბულის მუნიციპალიტეტს.
,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ხაზის მთელ სიგრძეზე სრულად განახლდა ამორტიზებული მონაკვეთები, დამონტაჟდა ახალი საყრდენები, მოეწყო ახალი ფუნდამენტები, შეიცვალა სახაზო არმატურა, რაც უზრუნველჰყოფს ელექტროგადამცემი ხაზის გაცილებით შეუფერხებელ და იმედიან ფუნქციონირებას.
"ხაზის რეაბილიტაცია-რეკოსნტრუქცია დაახლოებით 1 წელი მიმდინარეობდა. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლები და ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულებულიყო. სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობა იმის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების გეგმური შეზღუდვები ხშირი არ ყოფილიყო. საბოლოოდ ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა მამისეიშვილმა.
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს მის კუთვნილ ქსელში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
(NS)




























