მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს "ენერო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა

ნერგო პრო
BM. GE
20.10.23 09:20
80

კურორტი გოდერძი ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაპობრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება.

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ახალი ქვესადგურის მშენებლობისთვის, რომელიც თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობებითაა აღჭურვილი და ასევე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა. მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად ახორციელებს.

კურორტ გოდერძიზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35კვტ-ანი მიწისქვეშა ხაზით უკავშირდება.

ახალი ქვესადგურის მშენებლობით და ელექტოგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია-მშენებლობით, კურორტი გოდერძი, საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით მარაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები