მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსე-ის მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ENTSO-E-მ 2024-2034 წლების ქსელის განვითარების პირველად შედეგებში გაითვალისწინა

სს
27.02.24 21:00
102

სსე-ის მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ENTSO-E-მა 2024-2034 წლების ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველად შედეგებში გაითვალისწინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10-წლიანი გეგმის საბოლოო შედეგები 2024 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

"„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპის ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ქსელმა (ENTSO-E) 2024-2034 წლების ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის პირველად შედეგებში გაითვალისწინა.

ENTSO-E-მ გეგმის შესაქმნელად პროექტების მიღება 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა, რის საფუძველზეც, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წარადგინა განაცხადი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების გეგმაში შესატანად.

ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია ENTSO-E-ის ქსელის განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელი პროექტების ჩამონათვალი, რომელთა შორის ფიგურირებს სსე-ის მიერ წარდგენილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და მისი განხორციელება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით.

ENTSO-E-ის ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა არის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ინსტრუმენტი, რომელიც მომოიხილავს ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის ინფრასტრუქტურას და მისი სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან სცენარებსა და პროექტებს. 10-წლიანი გეგმის საბოლოო შედეგები 2024 წლის ბოლოს გახდება ცნობილი,", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები