მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stamba, Fabrika, Holiday Inn, Lolita - რა დატვირთვით მუშაობენ "აჭარა ჯგუფის" პროექტები?

64a1c999b1b56
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 22:58
4888
„აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების, კვების ობიექტებისა და საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთვა პანდემიის დასრულების შემდეგ მნიშნელოვნად გაიზარდა. „სტამბა“, „ფაბრიკა“, „ჰოლიდეი ინნ“, „ლოლიტა“ - ამ პროექტების წარმატების შესახებ „Forbes კვირაში“ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო კვერნაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, სტამბა არამხოლოდ სასტუმრო და კვების ობიექტი, არამედ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სტუმრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„სტამბა“ გახსნის დღიდან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვის საყვარელი ადგილი გახდა. ამასთან, რესტორანი თავისი გარემოთი და მენიუთი შეკრების ადგილი გახდა, დინამიკაც ამას ცხადყოფს, სტუმრების რაოდენობა სულ იზრდება. სასტუმროს რაც შეეხება, 5 წლის განმავლობაში წელს რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და პანდემიამდე არსებულ რიცხვებსაც გადავაჭარბეთ. თუმცა „სტამბა“ არ არის მხოლოდ სასტუმრო და კვების ობიექტი. სტამბა დანიშნულების ადგილია, სადაც შეიქმნა პირველი ვერტიკალური ფერმა საქართველოში, სადაც "აჭარა ჯგუფის"
პირველი სამუშაო სივრცეები D block შევქმენით, აქ შეგიძლიათ არაერთი გამოფენა ნახოთ, შეიძინოთ ჩვენი სამკერვალოს მიერ წარმოებული ნივთები, რამდენიმე კვირაა სტამბაში გაიხსნა უდაბნოს საწარმო ორგანული, ქართული პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

„ფაბრიკას“ რაც შეეხება, მან თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა და უბანი შეცვალა. ეს ადგილი ძალიან დატვირთულია. აქ ბევრი უცხოელი ახალგაზრდა სტუმარი გვყავს, რომლებიც ადგილობრივებთან ერთად ინტეგრირდებიან. პანდემიამდე არსებულ რიცხვებს გადავაჭარბეთ და წელს უკეთესი მოლოდინი გვაქვს.

„ჰოლიდეი ინნში“ ყველა ტიპის სტუმარს ვმასპინძლობთ ადგილობრივებს, ტურისტებს, ბიზნეს მოგზაურებს და დატვირთულობაც მაღალია.
„ლოლიტას“ გახსნის დღიდან ძალიან ბევრი ლოიალური სტუმარი ჰყავს, აქაც ნებისმიერ სეზონზე დატვირთულები ვართ. „ლოლიტა“ თბილისში ჩვენი მომხმარებლისთვის საყვარელ ადგილად გადაიქცა“, - აღნიშნა კვერნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები