მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტამბოლის რეისმა ბათუმში დაშვება შეძლო - რა ვითარებაა ქალაქში, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა?

tav GEORGIA

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში Turkish Airlines-ის სტამბოლი-ბათუმის რეისი დაეშვა. ამის შესახებ BM.GE-ის "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს.

ძლიერი ქარის გამო, რეისი დაშვებას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხდებდა.

"ტავ ჯორჯიას" ცნობით, ბათუმის აეროპორტში ასევე ცოტა ხნის წინ დაჯდა პეტერბურგიდან მომავალი Red Wings-ის რეისი, რომელსაც ასევე უამინდობა უქმნიდა პრობლემას. ხოლო მანამდე, Red Wings-ის ერთი რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

დღეს, საღამოს ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი.

"აჭარა თაიმსი" წერს, რომ ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, დღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ამინდის შესახებ გაფრთხილება, რომ 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები