სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულება 51,52%-ით გაიზარდა და ამჟამად 7-დღიანი მგზავრობის მინიმალური ღირებულება 70 ლირას შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სრული დღიური ბილეთის ფასი ამჟამად 15 ლირაა, ხოლო სტუდენტებს 7,32 ლირას გადახდა მოუწევთ. ყოველთვიური აბონემენტი ამიერიდან 1177 ლირა ეღირება, სტუდენტებისთვის 212 ლირა.
„დოლმუშის“ ღირებულება მოკლე დისტანციებზე 7-12 ლირამდეა გაზრდილი, ხოლო სტუდენტებისთვის 5-8 ლირამდე.
რაც შეეხება ტაქსით გადაადგილებას მისი ღირებულება ახლა 19,17 ლირა იქნება, კილომეტრზე გადაადგილების ღირებულება კი 13,75 ლირამდე გაიზარდა.