მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტამბულში საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

5ed21d2e6bd63
BM.GE
30.05.20 12:42
941
თურქეთში, სტამბულში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული bm.ge-ს საგარეო უწყებაშიც დაუდასტურეს.

„ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, - აღნიშნავენ უწყებაში.

აფეთქება ტექსტილის ერთ-ერთ საწარმოში მოხდა, სტამბულის ევროპულ ნაწილში. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები