მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სტარბაქსის" შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მიმზიდველი გარემოა ბიზნესის გასაფართოებლად - ირაკლი ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, "სტარბაქსის" შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მიმზიდველი გარემოა ბიზნესის გასაფართოებლად.

ცნობისთვის, „სტარბაქსი“ საქართველოში პირველ ობიექტს 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გახსნის, მომდევნო თვეებში კი ქსელის გაფართოება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

"„სტარბაქსის" საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, გლობალური ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადამდები ეფექტი ექნება, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - გლობალურ, ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების, ტექნოლოგიური, საფინანსო სექტორები თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება. „სტარბაქსი“ ამ ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

"სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქსის" 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები