Starbucks-ი კვარტალური შემოსავლის შემცირებას 2.2 მილიარდი აშშ დოლარით პროგნოზირებს და აცხადებს, რომ წლის ბოლომდე კომპანიას გაყიდვები ისტორიულ მინიმუმამდე შეუმცირდება მიუხედავად იმისა, რომ Starbucks-ის კაფეების უმრავლებისა ღიაა, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ ამჟამად 400-მდე მაღაზიის დახურვას აპირებს აშშ-ში მომდევნო 18 თვის განმავლობაში, ხოლო ახალი მაღაზიების გახსნის გეგმას 300-ით ამცირებს. მაღაზიების ქსელის გაზრდას Starbucks-ი 2021 წლიდან გეგმავს.
კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაღაზიების რეორგანიზაცია, რადგან უპირატესობა ენიჭება უფრო სწრაფ/უკონტაქტო მომსახურებას, ასევე თანწაღების სერვისებს და სოციალურ დისტანცირებას.
აღნიშნული პერიოდისთვის, Starbucks-ის მაღაზიათა ქსელის გაყიდვები 45%-ით არის შემცირებული.
ამჟამად კომპანია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირებას 20-25%-ით ვარაუდობს, ნაცვლად 25-35%-ისა, რაც პირვანდელ ვარაუდთან შედარებით ოპტიმისტურია.