მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-მა ზრდის გეგმა წარადგინა - 2030 წლამდე კომპანია 17 000 ახალ კაფეს გახსნის

coffee

ყავის ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა Starbucks-მა ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2030 წლამდე გლობალურ ბაზარს, 17 ათასი ახალი კაფეთი, კიდევ უფრო აითვისებს და $3 მილიარდის ხარჯებს შეამცირებს.

Starbucks-ის ცნობით, ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ კომპანია კაფეების რაოდენობას 35 ათასამდე გაზრდის. ამ დრომდე ცნობილი მწვანე ლოგო, საერთაშორისო მასშტაბით, 20 ათასზე მეტ კაფეზეა გამოსახული. კომპანია 2030 წლამდე გლობალურად 55 ათასი ლოკაციის ათვისებას გეგმავს.

“ყოველი 4 ახალი კაფედან 3 აშშ-ის ფარგლებს გარეთ გაიხსნება, ჩვენი ბრენდის პორტფოლიოში გლობალური წილი უფრო და უფრო იზრდება”, - აცხადებს მაიკლ კონვეი, Starbucks-ის საერთაშორისო მიწოდების არხების განვითარების დეპარტამენტის პრეზიდენტი.

კომპანიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ Starbucks-ი მომდევნო წლების განმავლობაში $3 მილიარდს დაზოგავს, რისი მთავარი ხელშემწყობიც ახალი კაფეების უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიით აღჭურვა განაპირობებს. ამავდროულად, კომპანია თავის კაფეებში მომუშავე ბარისტების ხელფასების მინიმალურ საზღვარსაც გაზრდის.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ წინა წლებში Starbucks-ის განვითარების გეგმაში საქართველოს ბაზარზე შემოსვლა არ იწერებოდა. როგორც დარგის სპეციალისტები BMG-სთან განმარტავდნენ, ამის მიზეზი ქვეყნის პატარა ბაზარია, რომელიც Starbucks-ის სტრატეგიულ განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ Starbucks-მა თუ ნებისმიერმა სხვა ბრენდმა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისგან თავს ბაზრის სიმცირის გამო იკავებენ, თავიანთ სამოქმედო გეგმებს გადახედონ და ბაზრის გლობალური დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოშიც გამოჩნდნენ.

რატომ არ შემოდის Starbucks-ი საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები