მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starlink-ს უკვე მივმართეთ... Starlink-ის ინტერნეტი არის უფრო იაფი და ხარისხიც უკეთესია - გიორგი ციკოლია

lineate

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორის გიორგი ციკოლია შეფასებით, ბიზნესისთვის საქართველოში ინტერნეტის ფასი კატასტროფულად მაღალია“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესის კეთების პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მომავალში, Lineate Georgia გეგმავს Starlink-ის ინტერნეტი გამოიყენოს, რომელიც უფრო იაფიცაა და უფრო ხარისხიანიც. ბიზნესმენმა საქართველოში ინტერნეტის არსებული ფასების სხვა ქვეყნებთან შედარებისგან თავი შეიკავა, მაგრამ თქვა, რომ ბიზნესის კეთების ხარჯში ინტერნეტის კომპონენტი ერთ-ერთი მაღალია.

- მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი არის სწორედ ინტერნეტის ხარჯი... ხომ ვხედავ, ჩვენ რასაც ვიხდით და ვფიქრობ, პატარა კომპანიებს გაუჭირდებათ ამ თანხის გადახდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ეძებს სხვა გზას, რომ ასეთი მაღალი ხარჯი არ გაწიოს; თან ჩვენთან, ფიზიკურ პირებისთვის ინტერნეტის ფასი სხვაა და იურიდიული პირებისთვის - სხვა; ესეც გაუგებარია, რატომ? რა იცვლება, თუ იგივე სიჩქარის ინტერნეტი მიეწოდება ბიზნესს, როგორიც ფიზიკურ პირს?! თუ უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტის პაკეტი ავიღე, კი, ბატონო... მოკლედ, სხვაობა კატასტროფულად დიდია...

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- კონკურენციაში... ამ ინდუსტრიაში არცერთი საერთაშორისო კომპანია არაა. როგორც ვიცი, ადგილობრივი კომპანიები არიან... ჩვენ backup-ისთვის მივმართეთ Starlink-ს და ვაპირებთ მისი ინტერნეტის გამოყენებას, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა. საბოლოოდ კი, ვგეგმავთ ჩავანაცვლოთ <ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინტერნეტი> და Starlink-ი იყოს მთავარი მომწოდებული.

- Starlink-ის ინტერნეტი უფრო იაფი დაგიჯდებათ?

- დიახ, Starlink-ის ინტერნეტი ჯდება უფრო იაფი და ხარისხი არის უკეთესი.

Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - რა ღირს Starlink-ის სერვისი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები