მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Starship-ის მე-10 სატესტო გაშვება ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო

სატესტო ფრენა
BM. GE
25.08.25 19:35
1471

Starship-ის მე-10 სატესტო ფრენა გადადო. SpaceX-ში განაცხადეს, რომ მიზეზი გამშვებ სისტემაში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა იმ პერიოდში გამოიკვეთა, როცა ხომალდის ზედა ნაწილი უკვე საწვავით ივსებოდა. საბოლოოდ, ფრენა დაგეგმილ დრომდე 30 წუთით ადრე შეწყდა. კომპანიაში დააანონსეს, რომ საცდელი ფრენის გაუქმების მიზეზებს თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ახსნიდა, თუმცა SpaceX-მა პირდაპირი ეთერი ისე გათიშა, პასუხი არ გაჟღერებულა.

როგორც ირკვევა, SpaceX-მა არსებული ხარვეზი უკვე გაასწორა და ფრენა თბილისის დროით ღამის 3 საათსა და 30 წუთზე შედგება.

ცნობისთვის, Starship-ის რიგით მე-10 სატესტო ფრენა გუშინ, გამთენიას უნდა განხორციელებულიყო. კომპანია იმედოვნებდა, რომ ტეხასის Starbase-იდან მე-10 სატესტო ფრენის განხორციელებით ე.წ. ბუსტერი ძრავის მექსიკის ყურეში დაშვებას დატესტავდა. ასევე, ორბიტაზე გაიტანდა Starlink-ის ახალ სატელიტებს და გამოცდიდა, რამდენად წარმატებით გაივლიდა ხომალდი ატმოსფეროში შემოსვლის ფაზას.

წინა წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კომპანიამ ხომალდის დიზაინი შეცვალა და უზრუნველყო, რომ აფრენისას ბიძგის სიმძლავრე გაცილებით გაზრდილიყო. ცვლილება შეეხო თერმულ ფარებსაც, რომლებსაც სიცხისგან დამცავი დამატებითი შრეები გადაეფარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები