მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starship-ის მე-13 სატესტო ფრენა ბოლო წამს გაუქმდა – SpaceX-ის აქციების ფასი შემცირდა

spacex

ტეხასში, SpaceX-ის ხომალდ Starship-ის მე-13 სატესტო ფრენის დაწყებამდე, გაშვების პროცესი ბოლო წამს შეწყდა: რაკეტის 33 ძრავიდან რამდენიმემ მუშაობა ვერ დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაშვების ხელახალი მცდელობა, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში შედგება.

გაუქმებული გაშვების შემდეგ, SpaceX-ის, რომელიც გასულ თვეში საფონდო ბირჟაზე პირველად დაილისტა, აქციები არასამუშაო საათებში ვაჭრობისას (aftermarket trading) დაახლოებით 3%-ით შემცირდა. ვაჭრობის დასრულებისას აქციის ფასი 131.11 დოლარი იყო, რითაც კომპანია IPO-ს შემდეგ პირველად ჩამოსცდა 135-დოლარიან ნიშნულს.

"რამდენიმე ძრავა ვერ ამუშავდა, რამაც გაშვების ავტომატური გაუქმება გამოიწვია. უსაფრთხო ფრენაში დასარწმუნებლად, ორ Raptor-ის ტიპის ძრავს მოვხსნით და ჩავანაცვლებთ. გაშვების ყველაზე სავარაუდო დრო მომავალი კვირის დასაწყისია", – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რამდენმა ძრავამ ვერ დაიწყო მუშაობა Super Heavy-ის მატარებელ რაკეტაზე.

გაშვების პროცესი Starship-ის დაგეგმილ აფრენამდე ერთ წამზე ნაკლებ დროში შეწყდა. ხომალდი სამხრეთ ტეხასში მდებარე SpaceX-ის ბაზიდან, ადგილობრივი დროით 17:45 საათზე უნდა განხორციელებულიყო. რაკეტის ძრავები აინთო, თუმცა მალევე გამოირთო.

"ჩვენ შევაჩერეთ ამაჩქარებლის მუშაობა, რამაც აფრენის გაუქმება გამოიწვია სწორედ იმ მომენტში, როდესაც Raptor-ის ძრავების აალება იწყებოდა", – განაცხადა SpaceX-ის პრესსპიკერმა დენ ჰუოტმა კომპანიის პირდაპირ ეთერში გაშვების გაუქმების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები