მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტარტაპები უნდა გადავიდნენ იუნიქორნობისკენ მიმავალ გზაზე“ - სალომე ნაფეტვარიძე

სალომე ნაფეტვარიძე

„ახლა ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს სტარტაპ ეკოსისტემის ცხოვრებაში. სტარტაპები უნდა გადავიდნენ იუნიქორნობისკენ მიმავალ გზაზე,“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“  GITA-ს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ნაფეტვარიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი შესაძლებლობა შევიდნენ საქართველოს პირველი იუნიქორნების სიაში.

იუნიქორნის ღირებულება ძირითადად ეფუძნება იმას, თუ როგორ ფიქრობენ ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალისტები სტარტაპზე, რამდენად ხედავენ მისი განვითარებისა და გაზრდის პოტენციალს. ყველაფერი გრძელვადიან პროგნოზს უკავშირდება. მათ შეფასებებს არანაირი კავშირი არ აქვს სტარტაპის ამჟამინდელ შემოსავალთან. რეალურად, იუნიქორნ კომპანიებიდან ბევრი დასაწყისში იშვიათად გამოიმუშავებს რაიმე სახის მოგებას.

„იუნიქორნობისკენ ისეთი სტარტაპები მიიღწვიან, რომლებიც აუცილებლად ტექნოლოგიურ კომპონენტს ატარებენ. ამიტომ სტარტაპები, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება აქვთ, რომლებიც გლობალურ ბაზარზე უკვე  გასულები არიან, ლოგიკური იქნება, ვიხილოთ საქართველოს პირველი იუნიქორნების სიაში.“- აღნიშნა სალომე ნაფეტვარიძემ.

სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში  განვითარების ეტაპზეა და ტერმინი იუნიქორნიც შედარებით ახალია.

შეგახსენებთ, ტექნოლოგიების სამყაროში ზღაპრულ იუნიქორნს ახალი მნიშვნელობა მიენიჭა. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, იუნიქორნი არის კომპანია, კერძო საკუთრებაში მყოფი სტარტაპი, რომელიც ინვესტორების მიერ მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. 

2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1000-ზე მეტი იუნიქორნი არსებობს. მათი საერთო ღირებულება 3516 მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები