მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტარტაპი “მესხური” - მესხურ ფურნეში მომზადებული საკვები

BM.GE
15.02.22 08:45
532
თბილისში, ივერთუბანში ახალი სწრაფი კვების ობიექტი “მესხური” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მესხურ ტრადიციულ ფურნეში მომზადებულ საკვებს სთავაზობს. "მესხური", ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს. როგორც bm.ge-ს “მესხურის” დამფუძნებლებმა ნათია მაისურაძემ და შოთა თუმანიშვილმა უთხრეს, ტრადიციული ფურნეს აშენებისა და სივრცის მოწყობისთვის, დაახლოებით, 135 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. "მესხურის" პროდუქტების ფასი 8-დან 60 ლარამდე მერყეობს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები