განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებები თითქმის სრულად განულდა. საკითხზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ კერძო უნივერსიტეტები თითქმის სრულად დაკონტრაქტებულია.
„მნიშვნელოვანია, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანებების ე.წ. განულება, სადაც ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გამოხატული, კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მიმართ. პროცესი დასრულების ეტაპზეა. ყველა სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, ვისაც სურვილი აქვს, აღიდგინოს სტატუსი და ისწავლოს. 40 მილიონი დავალიანება განულებულია. კერძო უნივერსიტეტები უკვე დაკონტრაქტდა და შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ. ვისაც სწავლა უნდა მობრძანდეს და ისწავლოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.