განათლებისა და ფინანსთა მინისტრები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების გადაწყვეტილებაზე უნივერსიტეტებთან კომუნიკაციას დღეს იწყებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა რუსთავი ორის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრმა პრემიერის მიერ პარასკევს გაცემულ დავალებას ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება უწოდა. ამილახვარმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციის დროს ყველა საკითხი მოგვარდება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, იქნება ეს იურიდიული, საგადასახადო თუ კვოტების საკითხები. რას ნიშნავს მთავრობის გადაწყვეტილება და ამ უნივერსიტეტებთან კომუნიკაციის დაწყება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ?
სტუმარი: სიმონ ჯანაშია - ექსპერტის განათლების სექტორში;