კრიპტოკომპანია Tether-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულს, 500 მილიარდ დოლარს უახლოვდება. როგორც ცნობილია, სტეიბლკოინ USDT-ის ემიტენტ კომპანიას ინვესტორებისგან დამატებით $20 მილიარდის კაპიტალის მოზიდვა სურს და ამ რაუნდის დროს Tether-ის შეფასება $500 მილიარდი იქნება.
თუ საინვესტიციო რაუნდი ამ შეფასებით დაიხურება, მაშინ Tether-ი პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპი გახდება, რომელიც თავისი ზომით OpenAI-სა და SpaceX-ს გაუწევს კონკურენციას.
კომპანიის გენერალური დირექტორის, პაოლო არდოინოს განცხადებით, Tether-ს კაპიტალის მოზიდვა ბიზნესის გაფართოების და ახალი ბაზრების ათვისებით მიზნით სურს.
უშუალოდ Tether-ის ბიზნესს რაც შეეხება, ის სტეიბლკოინ USDT-ის გამოშვებას და ტრანზაქციების გატარებას უკავშირდება. ამჟამად ცირკულაციაში $173 მილიარდის ღირებულების USDT-ია ჩაშვებული და რაც უფრო მეტად იზრდება კრიპტოინდუსტრიის ზომა, მით უფრო მეტი ხდება Tether-ის შემოსავალი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ცენტრალური ბანკის და ძირითადი ვალუტის გამომშვების როლს ასრულებს.



























