ყოველდღიურ ტრანზაქციებში სტეიბლკოინების მოხმარება წლიურად 70-80%-ით გაიზარდა.
Artemis Research-ის ინფორმაციით, გასულ თვეს სტეიბლკოინებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლოსათვის საერთო ბრუნვის მაჩვენებელი $130 მილიარდს მიაღწევს, რაც ახალი რეკორდი იქნება.
ექსპერტების შეფასებით, სტეიბლკოინებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ კავშირშია აშშ-ში ახალი რეგულაციების მიღებასთან და სტეიბლკოინების ლეგალიზაციასთან. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ინვესტორებს, ბანკებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს ლეგალურად შეუძლიათ სტეიბლკოინებით გადახდების გატარება, რაც მათზე მოთხოვნას ზრდის.
თუკი ინდუსტრიის ექსპერტებს დავუჯერებთ, მსგავს გადაწყვეტილებებს სხვა სახელმწიფოებიც მალე მიიღებენ და სტეიბლკოინების მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება. მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებულია ევროკავშირის მასშტაბით.
ყველაზე მოთხოვნად სტეიბლკოინებს შორის, ტრადიციულად, Tether-ის მიერ გამოშვებულია USDT-ია, ხოლო მეორე ადგილს Circle-ის USDC იკავებს - ორივე მათგანის ღირებულება ზუსტად 1 დოლარს შეადგენს.




























