მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stellantis-მა შესაძლოა ევროპული ქარხნები დახუროს

stellantis

ევროპული ავტომწარმოებელი Stellantis-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, CO2-ის ემისიების შემცირების მიზნების შეუსრულებლობისთვის, ევროკავშირის მიერ დაწესებული მაღალი ჯარიმების რისკის ფონზე, კომპანიას, შესაძლოა, ქარხნების დახურვა მოუწიოს.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ინიციატივით, ავტომწარმოებლებს ნახშირორჟანგის ემისიებისა და კლიმატის ცვლილების კატასტროფული ეფექტის შესამცირებლად, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ვალდებულება აქვთ, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კომპანიები დაჯარიმდებიან. ავტოინდუსტრიის ძალისხმევა, რეგულაციაზე მოსარგებად უფრო მეტი დროის მოსაპოვებლად, ევროკავშირმა დააკმაყოფილა: ნაცვლად მხოლოდ 2025 წლის მონაცემებისა, ბლოკი კომპანიათა შეფასებას 2025-2027 წლების შედეგების მიხედვით გააკეთებს.

მიუხედავად ამისა, Stellantis-ის ევროპული დივიზიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ავტომწარმოებლებისთვის ბლოკის მიერ დაწესებული მიზნების შესრულება კვლავ შეუძლებელია. ჟან-ფილიპ იმპარატომ აღნიშნა, რომ Stellantis-ის შემთხვევაში ჯარიმა 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მისი თქმით, თუ წლის ბოლომდე რეგულაცია არ შეიცვალა, კომპანიას “მძიმე გადაწყვეტილების” მიღება მოუწევს.

როგორც იმპერატო ამბობს, Stellantis-ს ორი ალტერნატივა აქვს: ან გააორმაგოს ელექტრომობილების გაყიდვები, რაც შეუძლებელია, ან შეამციროს შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოება და უპირატესობა ელექტრომობილებს მიანიჭოს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უკანასკნელს აირჩევს, ქარხნების დახურვაც მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები