მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STEPN - რა უნდა ვიცოდეთ ციფრული ბოტასების და სხვა პროდუქტების შესახებ?

BM.GE
03.05.22 13:05
854
მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ტოკენების მოყვარულთა საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ციფრულ ბოტასებს, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშაონ. საუბარია ბლოკჩეინ Solana-ზე აგებულ აპლიკაცია - STEPN-ზე, რომელმაც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობის მოპოვება მოახერხა. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გავლენის მქონე ექსპერტების აზრი ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ზოგი მას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ზოგისთვის STEPN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად უწევს NFT-ბოტასების შეძენა. შემდეგ კი მომხმარებელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ იღებს NFT-ტოკენს − ბოტასს, რის შემდეგაც სეირნობით ან სირბილით შეუძლია სათამაშო კრიპტოვალუტა გამოიმუშაოს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის. რა უნდა ვიცოდეთ ციფრული ბოტასების შესახებ? როგორია საქართველოში NFT-ისა და Web 3-ის მიმართ დაინტერესება და როგორ გამოვიმუშაოთ ფული ბაზარზე. იმისათვის, რომ შექმნილ ბუნდოვანებას ნათელი მოვფინოთ “საქმიანი დილის“ სტუდიაში, ნიკოლოზ გელაშვილს - Chapter 25-ის მთავარი პროდუქტების მენეჯერს ვმასპინძლობთ.

სტუმარი: ნიკოლოზ გელაშვილი - Chapter 25-ის მთავარი პროდუქტების მენეჯერი;