მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის დაწყების შემდეგ სტიქიის ზონიდან 210-მდე ოჯახი გაყვანილია - რა მდგომარეობაა მთიან აჭარაში?

მთიანი აჭარა

მთიანი აჭარა სტიქიის ზონად 6 თებერვალს იქცა. რამდენიმედღიანი უწყვეტი თოვის შედეგად ზვავი ჩამოწვა და ხულოსა და ქედაში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მასშტაბური სტიქიის შედეგად მეწყრული პროცესები არაერთ მონაკვეთზე განვითარდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიის დაწყებიდან 13 თებერვლის ჩათვლით, მეწყერსაშიში ტერიტორიიდან 210-მდე ოჯახია გაყვანილი. პროცესი მიმდინარეა. ადგილზე გეოლოგების ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სიტუაციას აფასებენ და გასცემენ რეკომენდაციას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება მყისიერად აღასრულებს.

6 თებერვლის ღამეს, სტიქიის ზონიდან უკვე 90 ოჯახი იყო გაყვანილი, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, უსაფრთხო ზონაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები