მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში მეწყერს, 22 ადამიანი ემსხვერპლა - ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში 100-ზე მეტი პირი რჩება

64bb4c316997e
ალა ისპირიანი
22.07.23 08:45
551
ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში მეწყერს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს 

მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ირშალვადის მთაზე მდებარე დასახლებაში ჩამოწვა. რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია.

ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე სულ მცირე 225 ადამიანი იყო, რომელთაგან 80-ზე მეტმა გაქცევა მოახერხა. ასევე ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

ეროვნული კატასტროფების მართვის სამსახურის დირექტორმა ატულ კარვალმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციები გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები