ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში მეწყერს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ ოფიციალური უწყებები იტყობინებიან და ადასტურებენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს.
ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალა აჩვენებს, რომ წყლის ძლიერმა ტალახიანმა ნაკადმა უტარხანდის შტატის სოფელ დარალს რამდენიმე წუთში გადაუარა და ადამიანები და საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ზოგიერთი სახლი მეწყერში სახურავის სიმაღლემდეა ჩაფლული.
ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები და, როგორც შტატის მინისტრი აცხადებს, მაშველთა ჯგუფები "საომარ მდგომარეობაში" იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, ინდოეთის კატასტროფების მართვის ეროვნული უწყება ცენტრალური ხელისუფლებისგან 3 ვერტმფრენს ითხოვს, ძებნა-შველის ოპერაციებში დასახმარებლად, რადგან მეწყერული მასით დაფარული ტერიტორია ქვეითებისთვის რთულად მისადგომია.
ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა სოფელში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, 21 სმ-იანი ნალექის შემდეგ, რეგიონში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ახლომდებარე ქალაქებში ფუნქციონირება შეაჩერეს სკოლებმა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ სამძმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მთავრობა ადამიანების დასახმარებლად ყველფერს გააკეთებს.




























