შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ: შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, ბოლო ინფორმაციით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი.