შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო ღონისძიებების შედეგად კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.
შოვში, სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კი მესამე დღეა მიმდინარეობს. დღეს დილიდან სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. სტიქიის ზონიდან, ამ დრომდე 210 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა,
შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყანაში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.