მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის ზონაში მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა - შსს

სტიქია რაჭაში

სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება, - ვითარების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.


სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები