საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გურიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
თემურ მრებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია ევკუირებული. მისი თქმით თუ ვერტმფრენის საჭიროება დადგა, ამისთვისაც მზად არიან.
"62 ადამიანია გამოყვანილი როგორც საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები, მობილიზებულია შსს-ს დანაყოფები და მიმდინარეობს ინტენსიურად თითოეულ სოფელში თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია.
დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით, ვერტმფრენის საჭიროება თუკი დადგა, მზადყოფნაში ვართ", - ამბობს თემურ მღებრიშვილი.
სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანების რაოდენობამ ჯამში 120-ს გადააჭარბა.