მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 10 მუნიციპალიტეტს ₾3.3 მილიონზე მეტი გამოეყოფა

სტიქია

საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად (დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის) ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 394 744 ლარი უნდა გამოყოს.

ცვლილება შევიდა მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 10 მუნიციპალიტეტზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 774 907 ლარი;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 688 201 ლარი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 720 393 ლარი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 385 403 ლარი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი – 268 165 ლარი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 198 505 ლარი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი – 131 394 ლარი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 88 613 ლარი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი – 86 024 ლარი;
  • ხობის მუნიციპალიტეტი – 53 139 ლარი.

გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების უზრუნველყოფას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები