მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიური უბედურება იტალიაში - ზარალი €3 მილიარდია

იტალია

ექსტრემალური ამინდი, რომელიც წელს იტალიას დაატყდა თავს და ურბანული ტერიტორიები და მოსავალი დააზიანა, ქვეყანას მილიარდები დაუჯდება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Sole 24 Ore-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, წყალდიდობისა და ქარიშხლისგან მიღებული დაზიანებების გამო სადაზღვევო კომპანიებს 3 მილიარდ ევროზე მეტი($3,2 მილიარდი) ზარალი ემუქრებათ.

სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ტოსკანასა და ჩრდილოეთ რეგიონებში წვიმების შემდეგ, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და €300 მილიონზე მეტი ზარალი მიაყენა ქვეყანას, ზარალი აუცილებლად გაიზრდება.

ამჟამად, იტალიის მთავრობამ დაზარალებულთათვის დაახლოებით €5 მილიონი გამოყო. სოფლის მეურნეობის ასოციაციის Coldiretti-ის თანახმად, ქარიშხალი იტალიის ფერმერულ სექტორს დაახლოებით €6 მილიარდის ზარალს მიაყენებს.

"დაზიანებულია არა მხოლოდ ნათესები და მარცვლეული, არამედ უკვე შეგროვებული პროდუქტი, რომელიც საწყობებში იყო დამარაგებული", - განაცხადეს Coldiretti-ში.

ტოსკანა და ცენტრალური იტალიაში ზარალის საბოლოო თანხა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ექსტრემალური ამინდის გავლენა უკვე აისახა დიდ სადაზღვევო კომპანიებზე და მათ მოგებებზე, კერძოდ, იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის Assicurazioni Generali-ის აქციები ოქტომბრის ბოლოს მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ ბუნებრივი კატასტროფებისგან დაახლოებით 840 მილიონის ზარალი დააფიქსირა, რაც Assicurazioni Generali-ის მთელი წლის ბიუჯეტზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები