მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვებას აპირებს

63e9e13c28559
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 11:25
792

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოქტომბერში თანამდებობას დატოვებს. 

როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივნის ვადა ოქტომბერში სრულდება და ის არ აპირებს თავისი მანდატი კიდევ ერთი ვადით გაიგრძელოს.

სტოლტენბერგს გენერალური მდივნის პოსტზე მანდატი სამჯერ გაუგრძელდა და ჯამში მან NATO-ს ცხრა წლით უხელმძღვანელა. 

მანამდე გერმანული გამოცემა Welt am Sonntag წერდა, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა ითხოვდა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში თანამდებობაზე დარჩენილიყო. ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 2014 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა და დასავლურ სამხედრო ალიანსს რამდენიმე საერთაშორისო კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა.

სტოლტენბერგი ალიანსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოქმედი თავმჯდომარეა და მას მხოლოდ ჯოზეფ ლანსი უსწრებს, რომელიც NATO-ს 1971-დან 1984 წლამდე ხელმძღვანელობდა. ალიანსის წევრები მომავალ გენერალურ მდივანს, სავარაუდოდ, ივლისში ვილნიუსის სამიტზე დაასახელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები