დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში შედგება.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სტოლტენბერგისა და კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია. როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ანონსში წერია, პრესკონფერენცია საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში ბრიუსელში ორშაბათს გაემგზავრა. ის გუშინ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრო.