მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ნატო-ს ღირებულებები გაგვეთავისებინა - პრემიერი სტოლტენბერგს

პრემირი

"ამ რთულ დროს, მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს არ დაუკლია ძალისხმევა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ღირებულებების მისაღებად.

"ნატო-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა. განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მიუხედავად, ჩვენი შიდა და გარე საფრთხეებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა მთლიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს, მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

გუშინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი − ჯოზეფ ბორელი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრი− ოლივერ ვარჰეი ესწრებოდნენ, რომლებთან ერთადაც, კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები