“საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
კანცელარიის გარდა გუშინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო როგორც საქართველოს ევროპული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ისე უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას.
სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, ის თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, დღეს კი შეხვედრებს უკვე ერევანში გაგრძელდება.
რა მნიშვნელობა აქვს ნატოს გენერალური მდივნის კავკასიური ტურნეს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის და რა მთავარი გზავნილები გაჟღერდა გუშინ?
სტუმარი: კორნელი კაკაჩია - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი;