მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCov ფონდის მილიონიანი შემომწირველების სია

5e95982a6382b
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 15:05
2844
მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში ამ დროისთვის 128 116 320 ლარი არის ჩარიცხული. ბიზნესომბუდსმენის სამსახური რეგულარულად ანახლებს შემოწირულობების ოდენობას და ამასთანავე, საჯაროდ აქვეყნებს იმ დონორების სახელებს, რომლებიც თანახმა არიან საჯაროდ დაფიქსირდეს მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების ოდენობა.

ამ დროისთვის ფონდში არსებული თანხის 78% “ფონდ ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობას წარმოადგენს, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ 9 აპრილს გადარიცხულ 100 მილიონ ლარს უკავშირდება. სხვა მსხვილი დონორების სია კი ასეთია:

ფონდ StopCov-ის ის დონორები, რომლებიც საკუთარ სახელს ასაჯაროებენ:

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ - 100 000 000 ლარი; 
  • მაგთიკომი - 3 000 000 ლარი; 
  • დავით ხიდაშელი - 1 200 000 ლარი; 
  • შოთა შალელაშვილი - 1 000 000 ლარი; 
  • კავკასუს ონლაინი - 1 000 000 ლარი; 
  • არ ემ ჯი - 1 000 000 ლარი; 
  • სილქნეტი - 1 000 000 ლარი; 
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1 000 000 ლარი; 
  • სათამაშო ბიზნესის ასოციაცია - 1 000 000 ლარი; 
  • ირაკლი გილაური - 1 000 000 ლარი; 
  • STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI - 650 000 ლარი; 

სიაში შედიან ის პირები/კომპანიები, რომლებმაც 0.5 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის შემოწირულობა განახორციელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები